კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 180 ტესტი, დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,41 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,51 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,59 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 51 600 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 651.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 317 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 297 676 გამოჯანმრთელდა, 4 227 კი გარდაიცვალა.