“ლეიბორისტულმა პარტიამ” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.საქმე ეხება ნამახვანჰესის მშენებლობას.
პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ჰესის მშენებლობა და მიწის გასხვისების საკითხი კონსტიტუციის 29-ე მუხლს ეწინააღმდეგება, კერძოდ, ირღვევა კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი უფლების გარანტია.
“ლეიბორისტული პარტია” მოითხოვს მიწა დაუბრუნდეს სახელმწიფოს, სამუშაოები კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს.









