ლილოსკენ მიმავალ გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

ლილოსკენ მიმავალ გზაზე ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევა თბილისიდან ლილოსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.