Euronews-ის ინფორმაციით, ხელისუფლება ნიუ-ჯერსის შტატის მოსახლეობას ვაქცინაციის სანაცვლოდ ლუდს სთავაზობს.
“ნიუ-ჯერსის ნებისმიერი მაცხოვრებელი, რომელიც ვაქცინაციის პირველ დოზას მაისის თვის განმავლობაში გაიკეთებს და ამის დამადასტურებელ საბუთს პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ ლუდსახარშში წარადგენს, უფასო ლუდს მიიღებს,” – განაცხადა შტატის გუბერნატორმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.
ნიუ-ჯერსის პროგრამის მიზანია ვაქცინაციის პოპულარობის გაზრდა და კამპანია 21 წელს ზემოთ მოსახლეობაზე ვრცელდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.
ამ ეტაპზე ნიუ-ჯერსის შტატში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულყოფილად 3.2 მილიონმა გაიკეთა. მოსახლეობის საერთო რაოდენობა შტატში 8.8 მილიონ ადამიანს შეადგენს.