“ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივიდნენ.
მანამდე მათ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
პოლიცია ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მსვლელობას გააგრძელებენ და თავისუფლების მოედნისაკენ გაემართებიან.
მანამდე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ლოკაცია, სადაც ისინი გაჩერდებოდნენ, იყო იუსტიციის სახლი, სადაც მიიტანეს ხმის გამაძლიერებლები, თუმცა მათ იქ შესაბამისმა სამსახურებმა ამის საშუალება არ მისცეს.