ნიკა მელია თავისუფალია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ენმ-ს ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესს მელია არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომებიდან გაძევებულია.

ნიკა მელიას გირაო, 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, პროკურატურამ კი აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ, 9 მაისს მიმართა.