ნინო ლაცაბიძე “სინოფარმით” აიცრა

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ნინო ლაცაბიძე კოვიდვაქცინით აიცრა. ლაცაბიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა აკადემიკოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების საჯაროდ აცრის პროცესი გრძელდება.

დღეს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინას 18 დეპუტატი გაიკეთებს.