სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1958 წელს დაბადებული პირი ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3 – დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.