ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გაჩიანის ხიდთან. რუსთავი-ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შედეგად ამობრუნდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ამ დროისთვის მიკროავტობუსი ევაკუატორს გადაჰყავს. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.