რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან.
ადვოკატებმა მელიას რუსთავის საპატიმროში ის დოკუმენტი მიუტანეს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში ის ევროკავშირის გირაოს დათანხმდება.
“ნიკა პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა საკითხზე, მათ შორის გირაოზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღემდე იყო გაჟღერებული. ახლა არის ჩვენი ჩვეულებრივი, მორიგი შეხვედრა და რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი მოლოდინები იქმნება, ამიტომაც დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით. ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც არის უკანონო პატიმრობაში და დეტალებზე შეხვედრის შემდგომ მოგახსენებთ,” – განაცხადა ნიკა მელიას ავდოკატმა, გიოეგი კონდახიშვილმა.