რუსთავში არც კერძო სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ

რუსთავში, დღეიდან 12 მაისის ჩათვლით, ათი დღის განმავლობაში  მუნიციპალური ავტობუსებთან ერთად, არ იმოძრავებს არც კერძო სამარშრუტო ტაქსები.

როგორც ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დაჩი გიორგაძემ TV4-ს განუცხადა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა კერძო სამარშრუტო ტაქსებსაც შეეხო.

ინფორმაციისთვის, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, შესაბამისად რუსთავი-თბილისის ე.წ “ყვითელი მიკროავტობუსები” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.