საკალათბურთო კლუბ “რუსთავმა“ “კაკტუსი” დაამარცხა

საკალათბურთო კლუბ “რუსთავს“ ფინალამდე ერთი მოგება აშორებს. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში რუსთაველები “კაკტუსს“ დაუპირისპირდნენ.

პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა და ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა, თუმცა მეორე ნახევარში ანატოლი ბოისას შეგირდებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. თამაში 89:77 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.