სამტრედიაში 3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო

უბედური შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი ღია ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მცირეწლოვანს თამაშის დროს ფეხი დაუცურდა და ჭაში ჩავარდა. დედამ ბავშვი გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში იპოვა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.