ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება.
ამის შესახებ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, „სინოვაკის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, თუმცა გამოქვეყნებულია შუალედური დასკვნა ვაქცინის ეფექტურობის შესახებ.









