სეს-ის კუთვნილი ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა

ავარია გურჯაანში- გავრცელებული ინფორმაციით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა ჭერემის მაღალმთიან დასახლებაში მოხდა.

ავტომობილში, სავარაუდოდ, უწყების ორი თანამშრომელი იჯდა,  მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.