დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის , ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა რეგისტრირებული არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინირებული პირები, ამცრელ უბნებზე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
„ჯერჯერობით, ჩვენთან ინფორმაცია “სინოფარმთან” დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ რეგისტრირებული არ არის. ხედავთ, ეს ადამიანები გარკვეული დროით მეთვალყურეობის ქვეშ არიან, სტანდარტულად აქცევენ ყურადღებას ექიმები, რომლებიც ყველა ამცრელ უბანზე არიან. ვნახოთ, ესეც ვაქცინაა, შესაძლოა, ჰქონდეს გვერდით მოვლენა, თუმცა, ასეთი ტიპის მომსახურება, რომელიც ქვეყანში აწყობილი გვაქვს, მაქსიმალურად გამორიცხავს რაიმე მძიმე გართულებას, რომელზეც რეაგირება დაგვიანდება“, – აცხადებს ზახაშვილი.









