ცერცვაძე: ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია

ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის სერიოზული პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ამჟამად მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 68 ათასი ადამიანი.

„ესაა მოზრდილი მოსახლეობის 2,5%, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია. ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ადამიანი უნდა აიცრას. გუშინ აიცრა 4 800“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, არ იზიარებს ჯანდაცვის რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას, რომ საქართველოში ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება.

„ ეს ასე არაა და ამას ბოლო დღეების ვაქცინაციის მაჩვენებელიც ადასტურებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.