„ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
„რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ თემას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. იცით, რომ მომხრე ვარ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, მომხრე ვარ ამ მშენებლობების ევროპული სტანდარტის აშენების. საქართველოს განვითარება თუ გვჭირდება, მას სჭირდება არა მარტო ჰიდროსადგურების მშენებლობა, არამედ უამრავი სხვა რამის. როცა ეს მთავრობა ერთი მხრივ, რუსული ზემოქმედების ქვეშ აჩერებს ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან პროექტს ანაკლიას, ამავე პერიოდში, ასევე აჩერებს „ნამახვანჰესს“, მინდა პირდაპირ გითხრათ, „ნამახვანჰესს“ ის მეგობრები კი არ აჩერებენ და ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებს, მას აჩერებს არასწორად ჩატარებული ტენდერები, მოლაპარაკებები, კონტრაქტები”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, „ლელო” ყველა საჭირო დოკუმენტს გამოითხოვს, რათა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს და დადგინდეს, რა სახის ინტერესია.









