არადეკლარირებული თურქული წამლის შემოტანაზე ერთ პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტების შემოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომობილით, შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თურქული წარმოების მედიკამენტების საბაჟო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება”,- წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.