“არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს” – მეუფე სტეფანე ომბუდსმენის პანსიონში შეშვებაზე

“არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს” – ასე ეხმაურება ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვების საკითხს.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეუშვან თუ არა ომბუდსმენი თავშესაფარში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ ეკლესიას მის შეშვებაზე უარი არ უთქვამს და აპარატრმა ეკლესიას უნდა მიმართოს.

“ეკლესიამ გმოთქვა პოზიცია, მიმართოს [სახალხო დამცველმა] ეკლესიას და მერე ეკლესიასთან ერთად შეიძლება, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით იმოქმედებენ. არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს. უბრალოდ მიმათროს.”– აცხადებს სასულიერო პირი.