გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, გარდაბანში პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, გარდაბანში ახალგაზრდობის პარკში და სოფელ მარტყოფში თვითნასწავლი მხატვრების და სტუდიის “ყველა-ფერი” მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ასფალტზე ხატვის აქტივობაც.
ტრადიციულად 1 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 11 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირის ოჯახს 300 ლარი დაერიცხა.
“ვფიქრობ, ყოველი დღე ბავშვებს და მომავალ თაობას ეკუთვნის. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ, ჩვენ პატარებს. თითოეულ მათგანს ბედნიერ და ლაღ ბავშვობას ვუსურვებ”- რამაზ ბუდაღაშვილი.









