გამყრელიძე: გარდაცვალების შემთხვევებითაც ქვეყანა დაღმავალ ფერდზეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პიკის გადავლის შემდეგ, რომელიც ქვეყანამ მაისში გადაიტანა, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა დაღმავალ ფერდზე ვართ.

“მე ხომ არ უარვყოფ, რომ გარდაცვალების რიცხვი მაღალია, ჩვენ პიკი გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და პიკის შემდეგ 2-3 კვირის შემდეგ ხდება გარდაცვალების რიცხვის ზრდა. ამიტომ, ახლა ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.