გარდაბნის მუნიციპალიტეტში N1,2,3,4,5-ე საბავშვო ბაღების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში თვეზე მეტია მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ივლისის თვეში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა ბექა ჟღენტმა ადგილზე მოინახულა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 725 000 ლარია გამოყოფილი.