საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 866 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო შვიდი დღის – 2,73%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 გამოჯანმრთელდა, 4 982 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.