თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთვევა მთაწმინდაზე, დღეს დილით მოხდა. დაჭრილები ბოჭორიშვილისა და ინგოროყვას კლინიკებში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.