თელავში ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მაკრატლით დაჭრეს

თელავში, ქალაქის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.  ახალგაზრდას დაზიანება თავის არეში, მაკრატლით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. კონფლიქტი თელავში რვა ივნისს მოხდა. კიდევ ერთი დაშავებულს ფიზიკური დაპირისპირების დროს მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს მიღებული.

მომხდარზე გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.