ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 20 ქვემო ქართლში დადასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014, ხოლო გარდაიცვალა 24 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.