კორონავირუსის სტატისტიკა დღეს – 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 922 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,29 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 339 392 გამოჯანმრთელდა, 5 048 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 206 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 425.