საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,59 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,69 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 366 078 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 747 გამოჯანმრთელდა, 5 316 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 261 652 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 667.









