შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მაღაზია “ფარფურის” დაწვის მცდელობის გამო, 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს. არასრულწლოვანს გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები”, – წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.