“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა

“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. პარტიას აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვსი მანდატი აქვს.

საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება, აქედან უმრავლესობა 14 მანდატს ფლობს, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

შეგახსენებთ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ხანგრძლივი ბოიკოტი რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა. ენმ სადეპუტატო მანდატებს პარტლამეტშიც დაუბრუნდა, თუმცა პარტია ამ დრომდე უარს ამბობს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე.