ნოვოგრაცი: ბიტკოინი ციფრული ოქროა

მილიარდერი ინვესტორი მაიკ ნოვოგრაცი ამბობს, რომ ის ბიტკოინს უყურებს როგორც “ციფრულ ოქროს”.

”თუ თქვენ ოქროზე დებთ ფსონს, ბიტკოინი უკეთესი ვარიანტია, რადგან მას აქვს იგივე მაკრო მიმართულება, მაგრამ ასევე მიმღებლობის ძალიან ადრეულ ფაზაში ვართ”,- ამბობს ნოვოგრაცი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კრიპტო განვითარებული ბაზრებისთვის ფუფუნებაა, ხოლო განვითარებად ბაზრებზე აუცილებლობა, რადგან ასეთ ბაზრებზე გვაქვს ვალუტები, რომლებიც ყოველწლიურად 20-დან 30% -მდე უფასურდებიან. ნოვოგრაცმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოს ზოგადი მომხმარებლისთვის, ბიტკოინი და ეთერიუმი “ალბათ საკმარისია”.

Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ მორჰედმა, იმავე პანელზე თქვა, რომ ბიტკოინის გარდა, ბევრი კარგი კრიპტოპროდუქტია, სადაც ინვესტირებაც შეიძლება.

ჩინეთის მხრიდან კრიპტოვალუტით ვაჭრობის და მისი მოპოვების გამკაცრებამ ბიტკოინის ფასი ცოტა ხნის წინ $30 000-მდე ჩამოიყვანა. ფასის ეს ნიშნული განიხილება, როგორც უმსხვილესი ციფრული ვალუტის მოკლევადიანი პერსპექტივის გასაღები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია.

სტატიას ბიზნესფორმულა აქვეყნებს.