“ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით”- კობახიძის გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას გამოეხმაურა.

„ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

  • გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. PVT);
  • გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
  • გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
  • გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…

    ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“, – წერს კობახიძე Facebook-ზე.