როდის განახლდება “სინოვაკზე” რეგისტრაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “სინოვაკის” მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 2021 წლის 9 ივნისს იწყება, ხოლო 14 ივნისიდან კვლავ განახლდება სინოვაკის როგორც პირველი, ისე მეორე დოზებზე რეგისტრაცია.

“სინოვაკის” მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.

1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე სინოვაკის პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.