რუსთავის ბაღებში საყოველთაო რესგიტრაცია დაიწყო

რუსთავის საჯარო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ოთხ ეტაპად, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ტარდება და დღის ბოლომდე დასრულდება.

ელექტრონული რეგისტრაცია პორტალზე rustavikids.ge არის შესაძლებელი.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბაღებში ადგილები შეზღუდული არ არის და ყველა მოსწავლე შეძლებს სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩარიცხვას.

რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები – დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს.