რუსთავის თეატრის გრიმიორი, ქეთინო კოპალეიშვილი გარდაიცვალა

რუსთავის თეატრის გრიმიორი, ქეთინო კოპალეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის თეატრი ავრცელებს.

“რუსთავის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრის გრიმიორი ქეთინო კოპალეიშვილი.

წლების განმავლობაში ქალბატონი ქეთინო იდგა რუსთავის თეატრის გვერდით. კულისებიდან ამხნევებდა დასს და ცდილობდა სითბო ყველასთვის თანაბრად გაენაწილებინა.

ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკლისს. პანაშვიდი ხვალ, 1 ივნისს ( მის: ქ . რუსთავი ბათუმის ქუჩა 35, მეორე სადარბაზო) გადასვენება ხვალ, 1 ივნისს 17:00 ქ. სამტრედიაში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.