რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე “𝗥𝗲𝗱 𝗕𝘂𝗹𝗹 𝗖𝗮𝗿 𝗣𝗮𝗿𝗸 𝗗𝗿𝗶𝗳𝘁 საქართველოს” ჩემპიონატი გაიმართა და გამოვლინდა გამარჯვებულიც.
“დრიფტის მეფის” ტიტულისთვის სულ 17 დრიფტერი იბრძოდა. შედეგების მიხედვით, ტიტული ვახო ხურციძემ მოიპოვა, რომელიც 28 ოქტომბერს ეგვიპტეში კონკურსის ფინალში იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის, Red Bull Car Park Drift საერთაშორისო შეჯიბრია, რომელსაც განსხვავებული ფორმატი აქვს. მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შესარჩევის დღემდე საიდუმლოდ რჩება.









