“რუსთავის წყლის” სერვისცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს

1-ელი ივლისიდან “რუსთავის წყლის” სერვისცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

  •  კომპანია რუსთავის წყალი, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების დაცვითა და გათვალისწინებით, 1-ელი ივლისიდან სერვის ცენტრში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებს
  •  კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება რუსთავის წყლის სერვის ცენტრში
  • ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად:

    ელექტრონულ ფოსტაზე – online@rwc.ge; სერვის ცენტრისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქ ჩათის მეშვეობით