ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღის “ბალავარი” ინიციატივით, რუსთავში საქველმოქმედო მარათონი მოეწყო. მარათონმა სტარტი ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან აიღო.
მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს როგორც გარბენით, ასევე ველოსიპედით.
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა და ბიზნეს ჯგუფებმაც მიიღეს.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ბაღის ტერიტორიაზე მარათონში მონაწილე პირებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შეგროვილი თანხა მთლიანად ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.









