სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა[ვიდეო]

სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა, ხვალიდან საზაფხულო არდადეგები იწყება.  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი მთელი წლის განმავლობაში წერტილოვანი შეზღუდვებით მიმდინარეობდა.

ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ხშირად ცალკეული სკოლები და კლასები სწავლების დისტანციური მოდელით აგრძელებდნენ სწავლას.

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან დაიწყება.