მეუფე სპირიდონმა მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა

მეუფე სპირიდონმა მღვდლებს იმ პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა , რომლებმაც ლგბტ უფლებების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. როგორც მეუფე ამბობს,  აკრძალვა სხალთის ეპარქიაზე ვრცელდება.

“ჩვენ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსაც ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან, ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ, უკვე შეიძლება მერე მაგის ზიარება”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.