ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ მინისტრის თქმით, ეს ომბუდსმენის ვალდებულებაა.
როგორც ტიკარაძე ამბობს, სამინისტროს თავშესაფრის ხელმძღვანელობასთან “პროდუქტიული” თანამშრომლობა აქვს.
“ამ ეტაპისთვის ახალ ხელმძღვანელობასთან ჩვენ ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა ადამიანს იმის დრო უნდა მივცეთ, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ.
ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის სამინისტროს იმის საფუძველი არ გააჩნია, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ რამე გაუარესება მოხდება.
სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან”,- თქვა ტიკარაძემ.









