ტიკარაძე: უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტის საქართველოში გატესტვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში ყველა ტურისტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდეს.

როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, ტურისტებს ტესტი ორჯერადად ვაქცინაციის შემთხვევაშიც ჩაუტარდებათ.

„ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი არის ყველა ტურისტი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი მიუხედავად სრული ვაქცინაციის კურსისა, დამატებით იყოს საქართველოში გატესტილი. ეს უნდა იყოს რეგულაცია და არა რეკომენდაცია.

მნიშვნელოვანი არის ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მეტი გარანტი იმის, რომ არ გვაქვს საქმე გაყალბებულ დოკუმენტაციასთან. ამ გზით ტურისტების გადაადგილება იქნება უფრო უსაფრთხო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.