ტიკარაძე: 3 მლნ მოქალაქეს 3 მლნ კონტროლიორს ვერ დავუნიშნავთ

3 მილიონმოქალაქეს 3 მლნ კონტროლიორს ვერ დავუნიშნავთ, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლების დამატებაზე კოვიდ-რეგულაციების შესრულების კონტროლის მონიტორნგის კუთხით.

„ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობა და სამწუხაროდ, 3 მლნ საქართველოს მოქალაქეს 3 მლნ კონტროლიორს ვერ დავუნიშნავთ. ჩვენ ვართ მაღალი შეგნების მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, საქართველოს არ დაავიწყდება ის, რაც შარშან მივიღეთ აჭარაში და არ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოვიქეცით აჭარაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.