ფაშინიანი ალიევს: ტყვეების სანაცვლოდ ჩემს შვილს გადმოგცემთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მზად არის, თავისი შვილი აზერბაიჯანში მყოფ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.

“მე თანახმა ვარ. ოფიციალურად ვეუბნები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადმოგცემ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ. ეს არ არის ემოციური განცხადება, ოფიციალურად გეუბნებით, გადმოგცემთ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ეს განცხადება ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სომხეთის მე-3 პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, მას შესთავაზა, თავისი შვილი აზერბაიჯანს 20-25 სახმხედრო ტყვის სანაცვლოდ გადასცეს.