ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
თავდაპირველად სამართალდამცველებმა საავტომობილო გზაზე ერთი ავტომობილი გააჩერეს, მოგვიანებით კი სპეცოპერაცია საცხოვრებელ სახლში გაგრძელდა. სამართალდამცველები ფონიჭალის დასახლებაში ამ დრომდე იმყოფებიან.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმის და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი.
TV4 შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დეტალებს აზუსტებს.









