ქუთაისში ახალგაზრდა დაჭრეს

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ერთი პირი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.