შეუშვებს თუ არა მეუფე იაკობი სახალხო დამცველს პანსიონში- ბოდბელი ეპისკოპოსის გეგმები

 აპირებს თუ არა მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებას- როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.  

“მე ახლა შემოსული ვარ, რომ სიტუაციას გავეცნო. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასვეე, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – აცხადებს მეუფე იაკობი.

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, მეუფე  თავშესაფართან დაკავშირებით, მის გეგმებზეც საუბრობს.

“ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირიც ეთანხმება, ასევე UNICEF, როგორც გვეწერა ეს გარდაქმნა უნდა მოვახდინოთ ევოლუციურად და არა რევოლუციურად.

ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვას რამდენი აღმზრდელიც სჭირდება, იქნება იმდენი. თქვენ ამაზე რატომ ნერვიულობთ?! აქ იმისთვის ვარ, რომ შევისწავლო ყველა საკითხი და მივხედო ყველა საკითხს. მე შემოვედი, რომ აქ გავეცნო სიტუაციას და ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინო, სოციალური მუშაკები მუშაობენ აქ და სრული ნდობა აქვთ. სოციალური მუშაკები სახელმწიფოს წარმოადგენენ და ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის”, – ამბობს იაკობი.