ჩინეთში H10N3 ფრინველის გრიპით ინფიცირების მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

41 წლის მამაკაცს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში H10N3, იგივე ფრინველის გრიპი დაუდასტურდა.

დაავადებული ჟენიანგის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 28 აპრილს მაღალი სიცხით და ვირუსისთვის სხვა დამახასიათებელი სიმპტომებით გადაიყვანეს.

28 მაისს დადასტურდა, რომ მამაკაცი H10N3-ით არის ინფიცირებული, თუმცა როგორ და სად დაინფიცირდა ჩინეთის მოქალაქე არავინ იცის.

ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.  მსგავსი შტამით ეტაპისთვის სხვა ინფიცირებულებზე ინფორმაცია არ არის.

ჩინეთის ნაციონალური ჯანდაცვის სააგენტოს განმარტებით, H10N3 – იგივე ქათმის გრიპი საშიში არ არის, მას დაბალი პათოგენებობა ახასიათებს და მისი დიდ მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე თითქმის არ არსებობს.