საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის “წიგნების თარო” შემოქმედებითი ჯგუფი დღეს რუსთავში იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში რუსთაველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ პროექტის სიახლეებს და ეთამაშათ “წიგნების თარო” საჯარო ფორმატით,
აუდიტორიისთვის ლევან ლორთქიფანიძემ და დათო გორგილაძემ ჩაატარეს ლექცია თემაზე – „რა სარგებლობა მოაქვთ წიგნებს“.
დისკუსია კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეულ წიგნებზე, მათ კონტექსტებზე და სარგებელზე გაიმართა.
საჯარო ღონისძიებების ციკლი ბავშვებსა და ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.









